ქობულეთში კვლევების არეალი ფართოვდება, სკრინინგი იწყება სოფელ ოჩხამურშიც 

16 აპრილი 2020, 11:08 1866 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მოქალაქეების თერმოსკრინინგი და გამოკითხვა ქობულეთში, სოფელ ოჩხამურშიც დაიწყება, ასევე ადამიანებს შეამოწმებენ ქალაქის სხვა ტერიტორიაზეც. 

ნინო ნიჟარაძის თქმით, ამ ფორმით საეჭვო სიმპტომების მქონე პირების დადგენა უნდა მოხდეს. 

''რამდნეიმე სოფელში, მაგალითად გვარაში და ასევე ქალაქის ერთ ლოკაციაზე მოკვლევა დავასრულეთ.  დღეიდან კი ქალაქის ტერიტორია გაფართოვდა. ოჩხამურის მიმართულებაც უნდა ჩავრთოთ, ჯერ-ჯერობით აქ შემთხვევები არ გვაქვს, მაგრამ საეჭვო ჩივილების მქონე პაციენტები გვინდა დავიჭიროთ. ვისაც ავადობის ერთჯერადი ეპიზოდის მაინც ჰქონია და ლაბორატორიული დიაგნოსტიკა ჩავატარო'' - ამბობს ნინო ნიჟარაძე

მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღეს აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. კვლევა 70 ადამიანს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითი იყო. 

კლინიკა მედალფაში ამ ეტაპზე 30 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ერთის მდგომარეობაა მძიმე და საყურადღბო. 

'' ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებით 450 კონტაქტია აღრიცხული, აქედან 29 დადასტურებულია. ​ტერმოსკრინინგი 7800 ადამინს ჩაუტარდა. 15 საეჭვოდ მივიჩნიეთ და ანალიზი ავიღეთ, თუმცა პასუხი უარყოფითია. 

რაც შეეხება ცხელების ცენტრებს, აქედან დღეს 23 შესაძლო შემთხვევა და ტესტის პასუხს ველოდებით. აჭარაში ექვსი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, რამდენიმე პაციენტს კორონავირუსზე ტესტის ორჯერადად უარყოფითი პასუხი აქვთ, მაგრამ პნევმონია უფიქსირდებათ და კლინიკიდან ვერ ვწერთ. კარანტინში 1800 პირი იმყოფება, 2200 მეტმა ადამიანმა კი საკარანტინო სივრცე დატოვა. ​თვითიზოლაციაში 500 მოქალაქე რჩება'' - უთხრა ჟურნალისტებს მინისტრის მოადგილემ. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 336-მდე გაიზარდა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში