საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი განიკურნა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა კი ამ დროისთვოს არ დაფიქსირებულა. განცხადება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა გააკეთა. ქვეყანაში 306 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, აქედან როგორც უკვე გითხარით 71 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ისინი მართვად სუნთქვაზე იმყოფებიან.