გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ვემზადებით პიკისთვის - ირაკლი ჩიქოვანი

15 აპრილი 2020, 12:21 2253 ნახვა

პრემიერ მინისტრის მრჩეველი ამბობს, რომ საქართველოში ​შიდა კლასტერების მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ქვეყანა ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად ემზადება.

„როგორც იცით, გასული დღის მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი ზრდა და დღევანდელი, 15 აპრილის მონაცემებით, გვყავს 306 დადასტურებული შემთხვევა „კოვიდ 19“-ით ინფიცირების, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კვლევა და კონტაქტების დადგენა. ჩვენ გვაქვს შიდა კლასტერების მნიშვნელოვანი გაფართოება და ვემზადებით ეპიდემიის პიკის ფაზაში შესასვლელად'' - თქვა ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა. 

პრემიერის მრჩეველმა კიდევ ერთხელ მიმართა მოსახლეობას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა სახლიდან არ გავიდნენ. 

''საქართველოს მთავრობის სახელით მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს და ქვეყანაში მყოფ ყველა ადამიანს. მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დავტოვოთ სახლები. დავრჩეთ სახლში და ამით დავიცვათ ჩვენი და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება'' - თქვა ჩიქოვანმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი