საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

14 აპრილი 2020, 12:32 2339 ნახვა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მცხოვრები ახალგაზრდა კაცი, რომელსაც COVID-19-ი დაუდასტურდა, თბილისში სამთავრობო დაცვის სამსახურში მუშაობს. იგი საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელია.

ინფორმაცია ჟურნალისტებს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა. შიდა ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით, ხოვლეში ახლა ეპიდემიოლოგები არიან ჩასულები და მუშაობენ. ინფიცირებული პირი სოფელში ბოლოს რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა. მიმდინარეობს კონტაქტების გამოვლენა და შესწავლა.

სოფელ ხოვლეს გამგებელი თამაზ ხუციშვილი აცხადებს, რომ მამაკაცი საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში 12 აპრილს გადაიყვანეს.

საქართველოში კორონავირუსი დღეს კიდევ 24 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 296-მდე გაიზარდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი