"არ განიხილება სხვა სოფლების დაკარანტინება, მდგომარეობა კონტროლირებადია" - ქობულეთის მერი

13 აპრილი 2020, 23:53 1525 ნახვა

არ განიხილება სხვა სოფლების დაკარანტინება, მდგომარეობა კონტროლირებადია - აცხადებს გადაცემა თავისუფალ სივრცეში ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე. 

"დამატებით სხვა სოფლების შეზღუდვების აუცილებლობას ვერ ვხედავთ და თუ კი, იქნება იმის აუცილებლობა და საფუძველი, განსაკუთრებით მცოდნე პირთა მოსაზრებები იმიტომ,რომ ჩვენი ყველა გადაწყვეტილება აგებულია მაღალკვალიფიკაციურ ექიმების რჩევებისა და დასკვების საფუძველზე და თუ ესეთი იქნება, ჩვენ ამ ზომებს აუცილებლად გავატარებთ"- ქობულეთის მერი

მისივე ინფორმაციით ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში ე.წ. მობილურმა ბაზრებმა ფუნქციონირება დაიწყეს. რაც ბევრად კომფორტულია მოსახლეობისთვის, რადგანაც პროდუქტები მათ მიეწოდებათ იმაზე დაბალ ფასად ვიდრე, აგრარულ ბაზრებშია შესაძლებელია. ასევე ყველა პროდუქტს უტარდება დეზინფექცია. გარდა ამისა სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის, ვინც აფიქსირებენ თხოვნას საკვებ პროდუქთან დაკავშირებით, ყველა არის რეაგირებული და დაკმაყოფილებული.

„სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც ხდება პროდუქტების ტრანსპორტირება, ჩაუტარდა საკონტროლო - გამშვებ პუნქტებთან დეზინფექცია. ჩვენთან ერთად არიან სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, მათი რეკომენდაციებით განხორციელდება ყველა ღონისძიება“, – განაცხადა ქობულეთის მერმა  

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი