დღეიდან ტელესკოლის გაკვეთილები ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისთვისაც ჩატარდება. სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელე-გაკვეთილები იწყება.
აბიტურიენტებისთვის კი ზოგადი უნარების ტელე გაკვეთილები ჩატარდება. ტელესკოლის პროექტი 30 მარტიდან დაიწყო.