დღეიდან ვნების კვირა დაიწყო

13 აპრილი 2020, 11:46 2076 ნახვა

დღეიდან ვნების კვირა დაიწყო. აღდგომისწინა კვირა იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ.

ამ დრომდე უცნობია საგანგებო რეჟიმის და კომენდანტის საათის პირობებში როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურღია. სამების საკათედრო ტაძარში არქიდიაკონმა დემეტრემ მრევლს ვნების შვიდეულის ღვთისმსახურებათა განრიგი საკვირაო წირვა-ლოცვის შემდეგ გააცნო.  

როგორც ცნობილია,  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში შაბათს, 23:00 საათზე მიბრძანდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი