“BIRDWATCHING” კოლხეთის ეროვნულ პარკში

26 სექტემბერი 2016, 00:00 5435 ნახვა

ბერდვოჩერები დღეს კოლხეთის ეროვნულ პარკში გადაინაცვლებენ. მტაცებელ ფრინველებზე გადაფრენას 25 ქვეყნის სპეციალისტი, მოხალისე  და ტურისტი  აჭარაში მეორე დღეა აკვირდება. ფრინველთა მიგრაციის  დასაფიქსირებლად  მხოლოდ  აჭარაში რამდენიმე ლოკაციაა მონიშნული-  სოფელები სახალვაშო, შუამთა, ჭოროხის დელტა, ბოტანიკური ბაღი და  კოლხეთის ნაციონალური პარკი იქნება ის ადგილები, საიდანაც ერთდროულად ათობით ათასი გადამფრენი ფრინველის ხილვა იქნება  შესაძლებელი. ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი აჭარის ტურისტული პროდუქტების  განვითარების  სააგენტოსა და ბუნების  კონსერვაციის  საზგადოება  `საბუკოს” ორგანიზებით იმართება. ღონისძიების  ფარგლებში  დაგეგმილია ლექციები და შემაჯამებელი დისკუსია.  

მარი ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი