"შეღავათები ძალაშია", აბონენტებს გადასახადის შესახებ სმს ავტომატურად გაეგზავნათ - სოკარ ჯორჯია

11 აპრილი 2020, 12:25 5854 ნახვა

დღეს, 11 აპრილს, სოკარ ჯორჯიას აბონენტებს სმს გაფრთხილება დაეგზავნათ. კომპანია აბონენტებს წერდა, რომ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, მათ გაზის მიწოდება შეუწყდებოდათ.საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მოქალაქეს, რომელიც 200 კუბამეტრს გაზსა და 200 კილოვატ ელექტროენერგიას დახარჯავდა, მომდევნო სამი თვე, დავალიანება ბიუჯეტიდან გადაეფარებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუკავშირდა კომპანიას. სოკარ ჯორჯიაში აცხადებენ, რომ შეღავათები ძალაშია. გაზის აბონენტებს კი შეტყობინებები ავტომატურად პროგრამამ დაუგზავნა. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოგვიანებით იმ აბონენტებს ახალი მოკლე ტექსტური შეტყობინება მიუვათ, ვისზეც გაზის გადასახადის შეღავათები მოქმედებს და ისევ ძალაშია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი