საქართველოს მასშტაბით, ეკლესიებში ბზა არსად არ გაიყიდება

11 აპრილი 2020, 12:08 2236 ნახვა

ისტორიის მანძილზე წელს პირველად მრევლი საღვთო დღესასწაულს ბზის გარეშე შეხვდება. საყოველთაო კარანტინისა და ვაჭრობის მკაცრად განსაზღვრული აკრძალვის შემდეგ, მცენარე საქართველოს ტერიტორიაზე არსად გაიყიდება. კორონავირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა არც ამ დღეს იქნება გამონაკლისი.

მცენარის ტოტები ბზობის დღესასწაულისთვის ეკლესიის ეზოებსა და ბაზრობებზე წლების განმავლობაში იყიდებოდა, თუმცა ახლა მრევლის უმეტესობა მცენარის კურთხევასა და მის სახლში წაღებას ვერ შეძლებს. ტრადიციის დარღვევის მიუხედავად, საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში ღვთისმსახურება წესისამებრ აღევლინება.საკითხზე ოფიციალური განცხადება საპატრიარქოს, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა განაცხადა რომ: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ბზა ეკლესიაში წლებია რაც არ იყიდება და მრევლს უკვე დიდი ხანია მოუწოდებენ ბზა სახლში ქოთნებში გაზრდიან დეკანოზის განცხადებით, შესაძლებელი იქნება ბზის ტაძარში მიტანა და იქ კურთხევა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი