მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი მილიონ 700 ათასს გადასცდა

11 აპრილი 2020, 12:02 2305 ნახვა

ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონ 700 ათასს გადააჭარბა გამოჯანმრთელდა 376 ათას 615 ხოლო გარდაიცვალა 103 ათასამდე ადამიანი. ყველაზე რთული ვითარება აშშ-შია სადაც ერთ დღეში 2100-ზე მეტი პირი გარდაიცვალა ინფიცირებულთა რაოდენობა კი ნახევარ მილიონზე მეტია, მძიმე ვითარებაა საფრანგეთშიც სადაც 987 ადამიანი გარდაიცვალა, შედარებით დასტაბილურდა მდგომარეობა ესპანეთსა და იტალიაში თუმცა გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მაღალია.

რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს რუსეთში 12 ათასამდე ინფიცირებულია, თურქეთში 47 ათასზე მეტი, ამ ორ მონაცემთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სომხეთსა  და აზერბაიჯანში სადაც შესაბამისად 937 და 991 ინფიცირებული პაციენტი ფიქსირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში