დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, ქვეყანაში დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებიდან ინფიცირების პირველწყარო სამ შემთხვევაში უცნობია. პაატა იმნაძე ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით რაღაც კლასტერები ერთმანეთთან შეიძლება იყოს კავშირში.
"ინფიცირების წყარო უცნობი ჯერჯერობით, დაახლოებით, 3 შემთხვევაშია. როდესაც პირველი წყარო ვერ დადგინდა, თორემ შემდეგ უკვე ყველა გადაცემა არის დადგენილი. საინტერესო მონაცემებზე გავდივართ ხოლმე. მათ შორის ვიყენებ სეკვენირებასაც, რომ დავაკავშიროთ კლასტერები ქვეყნის შიგნით, რომლებიც შესაძლოა ერთმანეთთან იყოს კავშირში,'' - განაცხადა იმნაძემ.
საქართველოში COVID-19 10 აპრილის მონაცემებით 230 დაუდასტურდა, გარდაცვლილია სამი.