საჭიროების შემთხვევაში რეგიონებში საველე ჰოსპიტალები მოეწყობა - ჯანდაცვის მინისტრი

10 აპრილი 2020, 13:07 1377 ნახვა

ქვეყანაში გვაქვს სუსტი წერტილები ჰოსპიტალების თვალსაზრისით, - ეს განცხადება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით,  ჯანდაცვის სამინისტროს დეტალურად აქვს შესწავლილი ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემაში არსებული სისუსტეები, რომელიც ზოგიერთ რეგიონში ჰოსპიტალურ მომსახურებას ეხება. 

მინისტრი არ ასახელებს რეგიონებს, თუმცა, ამბობს რომ ასეთი რამდენიმეა. 

"სადაც საჭირო გახდება, ჩვენ მოვახდენთ საველე ჰოსპიტალების მოწყობას - ჩვენ გამოყოფილი გვაქვს სუსტი წერტილები, სადაც გვაქვს პრობლემა ჰოსპიტალების, ასეთი სულ რამდენიმეა. იქ გავშლით კარვებს და გამოვიყენებთ ასევე,  ახლო რეგიონებში მდებარე საავადმყოფოებსაც" - განაცხადა ეკა ტიკარაძემ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი