პაციენტი, რომლის გამოც მარნეული ჩაკეტეს, გამოჯანმრთელდა - მას კლინიკიდან დღეს გაწერენ 

10 აპრილი 2020, 12:21 1562 ნახვა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან პირველი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კლინიკაში მიყვანისას ძალიან მძიმე იყო, გამოჯანმრთელებულია და ის დღეს კლინიკას დატოვებს. 

ლევან რატიანის თქმით, სამედიცინო დაწესებულებიდან დღეს კიდევ ერთ პაციენტს გაწერენ.

„იცით, რომ ჩვენს კლინიკაში პირველი პაციენტი კრიტიკული კი არა, ტერმინალური შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან. ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის დადებითი. მინდა, ქვეყანას ვაუწყო, რომ გამოჯანმრთელებულია, ქალბატონი რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. ქალბატონი არა თუ კრიტიკული, მისი ზოგადი მდგომარეობა იყო ტერმინალური. ამ კლინიკის კედლებში ჩატარებული მკურნალობით, ქალბატონი გადარჩა და კორონავირუსის გარეშე ეწერება კლინიკიდან“ , –  აღნიშნა რატიანმა.

კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში წევს 7 პაციენტი. აქედან 4 პაციენტი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. მისივე თქმით, დანარჩენის მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი 54-მა პაციენტმა დაამარცხა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი