საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 208 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის უკვე გამოჯანმრთელდა 50 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმშია 4682 ადამიანი, სტაციონარში კი 375 პირი რჩება.