ქობულეთის საავადმყოფომ პაციენტების მიღება შეაჩერა

08 აპრილი 2020, 10:58 12538 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქობულეთის რაიონულმა საავადმყოფომ პაციენტების მიღება შეაჩერა. კორონავირუსი დაუდასტურდა მამაკაცს, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნულ კლინიკაში, ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა.

შუახნის კაცი, გუშინ დადასტურებული ბოლო შემთხვევის კონტაქტია. კორონავირუსი აღმოაჩნდა მის შვილსაც. როგორც ამ ეტაპზე არის ცნობილი, მამაკაცი ასევე სოფლის ამბულატორიაშიც იმყოფებოდა. 

​მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. მათ შორის მედპერსონალის, რომელთანაც კაცს შეხება ჰქონდა. 

''ყველა მიმართულებით ვმუშაობთ, ვეძებთ პაციენტების კვეთის ადგილებს. რომელსა კლინიკაში იყვნენ. ასე რომ თითოეული პაციენტის ირგვლივ შეისწავლიან კონტაქტებს. ვიცით, რომ კარანტინში და თვითიზოლაციაში გადასასვლელი მედიკოსების რიცხვიც გაიზრდება, ახლა უნდა შევისწავლოთ ამ ხუთი დადასტურებული შემთხვევის შემხებლობა მედპერსონალთან. ასევე მოხდება მათი იზოლაცია და პროტოკოლის დაცვით იზოლაცია'' - ამბობს მინისტრი. 

ქობულეთის სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის თქმით, კლინიკა ერთი დღით იხურება, შენობაში დეზინფექცია უნდა ჩატარდეს. ასევე ადგილზე ელოდებიან ეპიდემიოლოგებს, რომლებიც კონტაქტებს დაადგენენ. 

 

გუშინ COVID-19 დაუდგინდა ქალს, რომელიც ორი დღის განმავლობაში, ორ სხვადსხვა კლინიკაში იმყოფებოდა. მას მუცლის ტკივილი და დიარეა ჰქონდა. მანამდე კი ქობულეთში სტუმრად იყო. სწორედ აღნიშნული პაციენტის მამაა ინფიცირებული კაცი. 

აჭარაში დღეს კორონავირუსის 14 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 5 გამოჯანმრთელებულია. ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

''გუშინ ღამით დაგვემატა ხუთი ახალი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. ხუთივე გახლავთ ბოლოს დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები. მათი ინფიცირების წყარო ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. მას უკავშირდება როგორც მედპერსონალის, ასევე ქობულეთის ერთ-ერთი სოფლის კონტაქტებიც, სამეზობლოზეა საუბარია. 

პირველ ეტაპზე მოძიებულია 37 კონტაქტირებული პირი, 17 გახლავთ სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი, 20 კი ოჯახური კონტაქტია. 

აღებული იქნა ლაბორატორიული კვლევისათვის 16 ნიმუში და მათ შორის დადასტურდა ხუთი. ხუთიდან ორი ოჯახის წევრია, სამი კი სამეზობლოა. სამედიცინო პერსონალს შორის კორონავირუსის დადასტურება არ გვქონია, მაგრამ კონტაქტირებულთა სია გაიზრდება. ეს არის პირველადი რისი გაკეთებაც ერთ დღეში მოხერხდა. ვმუსაობას განვაგრძობთ როგორც კლინიკებში, ასევე ოჯახებში'' - ამბობს ნინო ნიჟარაძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი