ბათუმში, ხვალიდან ერთი თვის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა რამდენიმე ქუჩაზე შეიზღუდება. კონკრეტულად გადაადგილება იზღუდება, რუსთაველის ქუჩიდან, მელიქიშვილისა და ჩარმიქლის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთზე.
ასევე, აღმაშენებლის ქუჩაზე, ტაბიძისა და ხახულის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთზე.
ერთი თვით გადაადგილება შეიზღუდება ასევე აეროპორტის გზატკეცილზე, აღმაშენებლის წრიულიდან ბაგრატიონის ქუჩამდე.
აღნიშნულ ქუჩებზე წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.