იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს, სავარაუდოდ, მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან

01 აპრილი 2020, 10:12 2485 ნახვა

იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს, სავარაუდოდ, მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ისრაელის საგარეო უწყების წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რიტუალს აღდგომის ტაძარში 15-მდე პირი დაესწრება, რომლებიც ცეცხლს მართლმადიდებელ ქვეყნებში ჩაიტანენ. არ არის გამორიცხული დაწესდეს მეტი შეზღუდვაც.

არსებული ინფორმაციით, სპეც-რეისები რუსეთის, უკრაინისა და საბერძნეთის მიმართულებით უკვე ორგანიზებულია.

წმინდა ცეცხლის რიტუალი 18 აპრილს, აღდგომის წინა დღეს უნდა შესრულდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში