11 ახალი პაციენტიდან კრიტიკული და ძალიან მძიმე არც ერთი არაა - მარინა ეზუგბაია

31 მარტი 2020, 10:47 1564 ნახვა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, 11 ახალი პაციენტიდან კრიტიკული და ძალიან მძიმე არცერთი არ არის. ​თერთმეტიდან სამი პაციენტი, ინგლისის კლასტერიდანაა და მათი ინფიცირების წყარო ცნობილია. ისინი მკურნალობის კურსს ინფექციურ საავადმყოფოში გადიან. 

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, მარინა ეზუგბაიას განცხადებით,  რამდენიმე შემთხვევაში პირველწყარო არ არის ცნობილი.

''გესაუბრებით 24 საათიანი მონაცემებით. გუშინ დილით გვყავდა 97 პაციენტი, დღეს არის უკვე 108. ანუ დაგვემატა 11. აქედან სამი დადასტურებული შემთხვევა არის ჩვენი ცენტრის, დანარჩენი არის კოვიდის მიმღებ სხვა დაწესებულებებში. 108 პაციენტიდან 50 ჩვენი კლინიკისაა. 

როგორც ჩემთვის ცნობილია ახალ შემთხვევებში კრიტიკული და ძალიან მძიმე არცერთი არაა. დინამიკაში რა განვითარდება ამაზე საუბარი რთულია. რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ჩვენი ცენტრის შემთხვევები ცნობილია, ეს არის ინგლისის კლასტერტან დაკავშირებული. 

რამდენიმე წყაროს არ არის ცნობილი. 

კლინიკაში არსებული სიტუაცია უცვლელია, კვლავ გვრჩება 4 მძიმე პაციენტი'' - უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ. 

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი დღეს შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რიცხვი 108-მდე გაიზარდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი