 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            თბილისის ინფექციური საავადმყოფო გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა უკვე დატოვა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფო სულ 13-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
„ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობს 32 პაციენტი, 13-მა პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. დღეს გითხარით, რომ 12-მა პაციენტმა დატოვა, მე-13 პაციენტის მდგომარეობაც შეფასდა, მისი კლინიკური მონაცემები და რადიოლოგიური მონაცემები საშუალებას იძლეოდა, მასაც დაეტოვებინა კლინიკა და გაეწერა ბინაზე, თვითიზოლაციაში ორი კვირის განმავლობაში", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში უახლესი მონაცემებით კორონავირუსის 81 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებული კი, უკვე 14 ადამიანია.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            