5 მარტივი მეთოდი იმუნიტეტის გაძლიერებისთვის

25 მარტი 2020, 20:54 5441 ნახვა

თუ გსურთ რომ დაიცვათ თავი ვირუსებისგან უფრო, თქვენ უნდა იზრუნოთ იმუნიტეტის გაძლიერებისთვის  - ჩვენ კი გთავაზობთ 5 უმარტივეს მეთოდს.

1. მიირთვით თაფლი ყოველ დილით

იმუნიტეტის გასაძლიერებლად სასარგებლოა დილით ორი ჩაის კოვზი თაფლის მიღება. თუ ამ გზით გსურთ თაფლის მიღება, შეგიძლიათ შეურიოთ მას წყალი. ჩვენი სხეული შთანთქავს ყველა იმ სასარგებლო ნივთიერებას, რომლებსაც შეიცავს თაფლი.

2. მიიღეთ ციტრუსი, განსაკუთრებით გრეიფრუტი

იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად აუცილებელია მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი ხილი. განსაკუთრებით ციტრუსოვანი ხილი, რომლის მოძებნა არც თუ ისე რთულია. მაგალითად, დღეში ერთი გრეიფრუტის მიღება ხელს შეუწყობს იმუნურ სისტემას.

3. დალიეთ მინიმუმ 2 ლიტრი წყალი დღეში

წყალი, ჩვენი იმუნური სისტემის გაუმჯობესების გარდა, ყველაფრისთვის კარგია. აუმჯობესებს კანს, ხელს უწყობს წონის კორექციას და რაც მთავარია - ხელს უწყობს ორგანიზმიდან უარყოფითი ნივთიერებების განდევნას. იმისათვის, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს, დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალია საჭირო.
 

4. საღამოს დალიეთ ჩაი

მწვანე ჩაი ისეთივე სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სხვა ხილი და ბოსტნეული. გარდა იმისა, რომ ენერგეტიკული სასმელია, ის ანტიდეპრესანტია და ასუფთავებს სისხლს. ამიტომ, ყოველ საღამოს თითო ჭიქა ჩაის მიღება სასარგებლო იქნება თქვენთვის.

5. ივარჯიშეთ სახლის პირობებში

მოპოვებული კალორია უნდა დაიწვას. უამრავი ვარიანტია, რის გაკეთებაც შეგიძიათ ვარჯიშის დროს სახლში. შეიძლება ეს არ იყოს იგივე, როგორც სპორტული დარბაზი, მაგრამ ის მაინც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. შეგიძლიათ თავისუფლად გადმოწეროთ პროგრამები ან უყუროთ ვიდეოებს Youtube- ზე. ბევრი ფიტნეს კლუბი გთავაზობთ უფასო ონლაინ ვარჯიშებს, რომელთა გაკეთებაც სახლში შეგიძლიათ. 

წყარო: Media UKI

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი