დირექტორმა გაურკვეველი ვადით გააჩერა გადაცემა ჰეთშეგიც

24 მარტი 2020, 10:01 1102 ნახვა

გაურკვეველი ვადით გააჩერა დირექტორმა გადაცემა ჰეთშეგიც.  განცხადებაში ნათქვამია, რომ  ოფიციალურად განგვემარტა მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან იმის თაობაზე რომ გადაცემა  ქვეყანაში/მსოფლიოში #კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განუსაზღვრელი ვადით ჩერდება. სატელევიზიო ბადე/ეთერი სრულად დაეთმობა #კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და შესაბამისად, ეთერში მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებები და სამედიცინო გადაცემა დარჩება  გადაცემის თანამშრომლები ამბობენ, რომ მზად იყვნენ  ფორმატის დროებითი ცვლილების თაობაზე ქონოდათ  კომუნიკაცია და #ჰეშთეგი სატელევიზიო ეთერში საგანგებო სახეცვლილი ფორმით დარჩენილიყო.

განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დისტანციური მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება გუნდს უკვე აქვს და გადაცემის ერთ-ერთ  ნაწილს სტუმრებთან დისტანციური კომუნიკაცია წარმოადგენს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში