გაერო მთელ მსოფლიოში კორონავირუსთან საბრძოლველად სპეციალურ ფონდს ქმნის

23 მარტი 2020, 13:55 1816 ნახვა

გაერო მთელ მსოფლიოში კორონავირუსთან საბრძოლველად სპეციალურ ფონდს ქმნის. ფონდის მიზანი ჯანდაცვის სუსტი სისტემების მქონე განვითარებად ქვეყნებს კრიზისისა  და პანდემიის გრძელვადიანი შედეგების  დაძლევაში დახმარების აღმოჩენაა.დღეის მონაცემებით მსოფლიოში კოვიდ-19-ის ინფიცირების 341 ათასი შემთხვევაა დაფიქისრებული. 14 ათას 700 პაციენტი დაიღუპა. იტალიამ ქვეყნის ტერიტორიაზე  საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა გამოაცხადა.  

დაკეტილია ყველა საწარმო, დაწესებულება, ორგანიზაცია, რომელთა მუშაობა სასიცოცლო მნიშვნეობისაა. მუშაობს მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, ფოსტა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მოსახლეობა მთლიანად კარანტინზეა გადაყვანილი. ადამიანებს შინ დარჩენას ურჩევენ.  

ქვეყანაში კოვიდ-19-ით 60-ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, მათგან 5 ათას 400-ზე მეტი დაიღუპა. ახლა დღე-ღამეში იტალიაში კორონავირუსისთ დაახლოებით 800 ადამიანი იღუპება. ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 127 ადამიანი ემსხვერპლა. ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სულ  ათას  812 ადამიანი დაიღუპა .ინფიცირებულია 22 ათასამდე ადამიანია. სირიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფიცირებული უახლოეს წარსულში საზღვარგარეთ იმყოფებოდა. რუსეთში ბოლო დღე-ღამეში დამატებით კორონავირუსის 71 შემთხვევა დაფიქსირდა, რითაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 438-ს მიაღწია.  ქვეყნის მასშტაბით 52 000 ადამიანი კარანტინში იმყოფება.

ბრაზილიის ფეხბურთის სტადიონების საველე საავადმყოფოებად გადაკეთება იგეგმება. საველე საავადმყოფოს მოწყობა განიხილება მარაკანას სტადიონზეც. ინფორმაციას ამის შესახებ რიო-დე-ჟანეიროს ჯანდაცვის ოფიციალური პირები ადასტურებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში