აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის განმეორებით არჩევნებში ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა ხმების 56,5%-ით. ამის შესახებ ოქმების 100%-ის შედეგებზე დაყრდნობით, სააგენტო "ტასს" აცნობა დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა, ადგურ არძინბამ ხმების 35,42% მიიღო, ყოფილმა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლეონიდ ძაპშბამ 2,22%.
ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, 22 მარტს ჩატარებულ განმეორებით „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ამომრჩეველთა აქტივობამ 71% შეადგინა. საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა აფხაზეთში ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებენ.