კორონავირუსით ინფიცირებული მესამე გამოჯანმრთელებული პაციენტი ინფექციური საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ამის შესახებ ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადეს. თქვეს, რომ პაციენტი 1-დან 2 კვირამდე ვადით თვითიზოლაციაში ეპიდემიოლოგებისა და ინფექციონისტების ზედამხედველობის ქვეშ იქნება.
ცნობისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული სულ 3 პაციენტია გამოჯანმრთელებული, მათგან მეორე გუშინ გაეწერა. საქართველოში ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 3 დადასტურდა აჭარაში.