საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ბათუმის საბავშვო ბაღების დირექტორებსა და აღმზრდელებს ახალი კანონპროექტი გააცნო. კანონპროექტის მიხედვით აღმზრდელებმა პედაგოგის სტატუსი უნდა დაიბრუნონ. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.