ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის, კახა იშხნელის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში მკურნალობს, დამაკმაყოფილებელია. როგორც კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, ინფიცირებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.დღეისთვის საქართველოში 43 დადასტურებული შემთხვევაა, აჭარაში კი 1.
ბათუმში ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 2 ადამიანი იმყოფება, რომელიც საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს. ერთი პაციენტის მონაცემები საეჭვოა, ამიტომ მისი ანალიზები დამატებით ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა.