საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

17 მარტი 2020, 10:47 2288 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ამ დროისთვის ჩვენთან კვლავ 45 პაციენტია. გუშინ ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე, 14-თან მივიღეთ ნეგატიური პასუხი, ერთის ტესტი იყო დადებითი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის ერთ-ერთი კონტაქტი. ჩვენთან ამ დროისთვის წევს დადასტურებული 29 შემთხვევა. გუშინ ერთი გაეწერა. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. დღეს ჩაუტარდება მას კიდევ კვლევები. დანარჩენების მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია. კარანტინიდან გადმოყვანილებს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, უარყოფითია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში კორონავირუსის 34 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, რომელმაც საავადმყოფო გუშინ დატოვა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი