ირანში კორონავირუსით დღეს 97 ადამიანი დაიღუპა

14 მარტი 2020, 17:57 1870 ნახვა

ირანში კორონავირუსით დღეს 97 ადამიანი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 611 აღწევს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით დაინფიცირებულია 12 729 ადამიანი. ოფიციალური მონაცემებით ესპანეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 1 500 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც ინფიცირებული ადამიანების რაოდენობამ 5 700-ს გადააჭარბა. ევროპის მასშტაბით იტალიის შემდეგ შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა სწორედ ესპანეთშია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ პანდემიის ეპიცენტრი ამჟამად ევროპაშია.

ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 10 დღით დაიხურება ყველა რესტორანი და პაბი. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყნის მასშტაბით დაიხურება მაღაზიები, გარდა სუპერმარკეტებისა და აფთიაქებისა.იმუშავებს ბენზინგასამართი სადგურებიც. კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 800 ადამიანით გაიზარდა საფრანგეთში. ამ ეტაპზე ქვეყნის მაშტაბით 3 661 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილია 79. 

ბოლო 24  საათში ვირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა კვიპროსში.  ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 21-ს მიაღწია. სამხრეთ კორეაში კი კორონავირუსისთ დაინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს. ჩინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა, 13 ადამიანი.  13 მარტის მონაცემებით, იტალიაში  15 ათასზე მეტი პირია დაავადებულ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში