ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო შეერთებულ შტატებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს. საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომების ქონის შემთხვევაში, მიმართონ თავიანთ ჯანდაცვის პროვაიდერს და თუ არ ჰყავთ, გადაუდებელი დახმარების ცენტრებს და მუნიციპალურ ჰოსპიტალებს. მოქალაქეებს რომელთაც არ ემსახურებათ აშშ-ის ჯანდაცვის პროვაიდერი არ აქვთ დაზღვევა, შეუძლიათ მიმართონ გადაუდებელი დახმარების ცენტრებს და მუნიციპალურ ჰოსპიტალებს;
აშშ-ში საქართველოს მოქალაქე სტუდენტებმა, ვისაც აქვს ადგილობრივი უნივერსიტეტის დაზღვევა, უნდა მიმართონ უნივერსიტეტის სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის ტესტირებასა და რეფერირებას. დაზღვევის არქონის შემთხვევაში, შეუძლიათ მიმართონ გადაუდებელი დახმარების ცენტრებს და მუნიციპალურ ჰოსპიტალებს.მიმართვაში წერია, რომ მეტი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადგილობრივ ჯანდაცვის უწყებებს. საგანგებო ვითარების შემთხვევაში კი დარეკოთ 911-ზე.