მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 145 682-მდე გაიზარდა

14 მარტი 2020, 12:40 2491 ნახვა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 145 682-მდე გაიზარდა, დაღუპულთა რიცხვი - 5 436, გამოჯანმრთელებულთა კი - 72 532-ია. კორონავირუსი დაუდასტურდათ ბრაზილიის დელეგაციის ორ წევრს, რომლებიც აშშ-ში იმყოფებოდნენ. მათგან ერთ-ერთი აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ერთად სადილზე იმყოფებოდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მეორე დაინფიცირებული ბრაზილიელი სენატორი ნელსინო ტრადია. მან ინფორმაცია თავად გაავრცელა მიკრბლოგ „თვითერის“ საშუალებით. კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 800 ადამიანით გაიზარდა საფრანგეთში. ამ ეტაპზე ქვეყნის მაშტაბით 3 661 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილია 79.

ბოლო 24  საათში ვირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა კვიპროსში. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 21-ს მიაღწია. სამხრეთ კორეაში კი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს. ქვეყანაში ბოლო 24  საათში დაინფიცირების 107 შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 11 ადამიანი დაინფიცირდა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ბოლო დღე-ღამეში ჩინეთში ვირუსს 13 ადამიანი ემსხვერპლა.საერთო ჯამში, ჩინეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ვირუსის დიაგნოზი 80 824 ადამიანს დაუსვეს, გამოჯანმრთელდა 63 341 ადამიანი.ეს 22 თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.  სამხრეთ კორეაში ვირუსით 8 086 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულია 72 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში