აჭარის მთავარი პროკურორი შეიცვალა

11 მარტი 2020, 15:13 4926 ნახვა

აჭარის პროკურორი შეიცვალა. ნათია სონღულაშვილი ზაზა მეტონიძემ ჩაანაცვლა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს  პროკურატურის გვერდზე გამოქვეყნდა.

ზაზა მეტონიძე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი იყო. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. 

პროკურატურაში სხვა ცვლილებებიც განხორციელდა. 

''თბილისის პროკურორად ლევან გეგეჭკორი, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორად მალხაზ გეწაძე, ხოლო ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად შოთა კვაჭანტირაძე დაინიშნა. აღნიშნულ პირებს საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციები ეკავათ. საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები მიმართულია სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლების და განვითარებისკენ'' - წერია განცხადებაში. 

განცხადებაში აღნიშნული არ არის, სად გააგრძელებს საქმიანობას ნათია სონღულაშვილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი