ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის ბრალდებულს  20 წლით პატიმრობა მიესაჯა

11 მარტი 2020, 14:19 1734 ნახვა

ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის ბრალდებულს  20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 


ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით  მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის გორის რაიონულმა სასამართლომ  ბრალდებული ი.დ. დამნაშავედ ცნო. 

როგორც საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაშია ნათქვამი, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 11 ოქტომბერს, ხაშურში ი.დ.  ყოფილ მეუღლესთან სამსახურში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღით და სამი ხელყუმბარით მივიდა და შურისძიების მოტივით,  განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით ჩაამტვრია ფანჯრის მინა და ყოფილ მეუღლეს ხუთჯერ ესროლა.

პროკურატურის  ცნობით, ვინაიდან ბრალდებულმა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა, ყოფილი მეუღლის მიმართულებით  ხელყუმბარა ისროლა, რომელიც არ აფეთქდა.  ქალმა   სიცოცხლის გადარჩენის მიზნით  იქვე მდებარე სუპერმარკეტში შეაფარა თავი, სადაც მას ყოფილი მეუღლე. შეჰყვა და განსაკუთრებული სისასტიკით,  თავისა და სხეულის არეში ცეცხლსასროლი იარაღი  რამდენჯერმე ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული მ\ზიმე  დაზიანებების  შედეგადაც  ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული  2019 წლის 12 ოქტომბერს  ხაშურში დააკავეს.  
 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი