ქობულეთში, ისპანის ჭაობის ტერიტორიაზე ხანძარია. ამ ეტაპზე ცეცხლის რამდენიმე კერაა. შემთხვევის ადგილზე 4 სახანძრო ბრიგადა და 20 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
ხანძრის კერებთან ახლოსაა პატარა ხის ფიცრულები და ცხოველთა სადგომები.
ქობულეთში ქარი ქრის და ტემპერატურა საკმაოდ მაღალია.