ეს გადაწყვეტილება იყო საზოგადოების დაკვეთა - არჩილ თალაკვაძე საარჩევნო სისტემაზე

09 მარტი 2020, 12:00 2290 ნახვა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თუ არა 120/30 მოდელით, ამას პარლამენტი გადაწყვეტს. ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს ოთხშაბათს წარედგინება.

თუ კანონპროექტი დამტკიცდა, იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 წევრიდან 120 პროპორციული სიით მოხვდება, ხოლო 70-ის ნაცვლად, 30 მაჟორიტარი აირჩევა.   მთავრობას ის პოლიტიკური ძალა დააკომპლექტებს, რომელიც არჩევნებში 40% მხარდაჭერას და პლიუს 28 მაჟორიტარს გაიყვანს. ანუ მიიღებს 76 მანდატს, რაც მთავრობის დასამტკიცებლადაა საჭირო.

რაც შეეხება 1% ბარიერს, ესეც სიახლეა, რადგან ამ დრომდე პარლამენტში მოსახვედრად 3% ბარიერის გადალახვა სჭირდებოდათ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რასაც ხშირად პატარა პარტიები ვერ ახერხებდნენ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი