იტალიაში, 14 პროვინციაში, 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში იმყოფება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაიხურება სპორტული დარბაზები, აუზები, მუზეუმები და სათხილამურო კურორტები.
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 600-მდე, დაინფიცირებულთა კი 106 203-მდე გაიზარდა.რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, მათი რიცხვი 60 190-ია.ფატალური შემთხვევების უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული, ჩინეთის გარეთ კი ვირუსით 500-მდე ადამიანია დაღუპული, მათ შორის ყველაზე მეტი იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში.