აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები ევროპის საბჭოს პლატფორმაზე მოხვდა

05 მარტი 2020, 20:03 2413 ნახვა

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები ევროპის საბჭოს პლატფორმაზე მოხვდა.  გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტები პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობენ. მოთხრობილია იმის შესახებ როდის და როგორ ჩამოაშორეს ახალი ამბების რედაქციას, უფროსი შორენა ღლონტი და მოადგილე მაია მერკვილაძე. მანამდე კი პოლიტიკური ზეწოლის შედეგად ნათია ზოიძეს მოუხდა სამსახურის დატოვება. მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ აპროტესტებდნენ ჟურნალისტები „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული მრჩევლების მიერ დირექტორის გიორგი კოხრეიძის არჩევას. აღნიშნულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს მიღმა“ მოუწოდებენ ხელისუფლებას პატივი სცეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას.

ცნობისთვის ამ პლატფორმაზე გავრცელებულ განცხადებას წესით ახლა ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს. „აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა კვლავ საფრთხეშია“ - ამ განცხადებით კი დღეს კიდევ ერთხელ მოვლენებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა. ქარტია მიუთითებს რომ მიმდინარე საკადრო გადაწყვეტილებები ბუნდოვანი გაუმჭრვივალეა. ქარტია ახალი ამბების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გიორგი აბაზაძის დანიშვნას გამოეხმაურა. აცხადებენ, რომ დაუშვებელია პოლიტიკას მართავდეს პირი, რომელიც სოციალურ ქსელებში ჰომოფობიური და სექსისტური შენაარსის გზავნილებით გამოირჩევა, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველ რიგში ვალდებულია დაიცვას ეთიკური სტანდარტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი