იტალიიდან დაბრუნებულ კაცს ორი დღე მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, კლინიკას კი გუშინ მიმართა - თენგიზ ცერცვაძე

05 მარტი 2020, 14:32 1976 ნახვა

იტალიიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 44 წლის მამაკაცს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა ორი დღის განმავლობაში სახლში იმყოფებოდა, კლინიკას კი გუშინ, 4 მარტს, მიმართა - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სერიოზული. პაციენტს ამ ეტაპზე აღენიშნება საერთო სისუსტე, ყელის ტკივილი და ტემპერატურის მატება. 

მამაკაცი იტალიაში ერთი კვირის განმავლობაში მოგზაურობდა. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 1 მარტს დაბრუნდა. 

''ჩამოფრენის დროს მეოთხე ინფიცირებულს არანაირი ნიშნები არ ჰქონდა, წავიდა სახლში თვითიზოლაციაში. საღამოს აუწია ტემპერატურა 39.5-მდე. ამის მიუხედავად ის დარჩა ორი დღის განმავლობაში სახლში, იღებდა სიცხის დამწევ პრეპარატებს, მაგრამ ეფექტი არ ჰქონდა. გუშინ დილით თვითონ მომართა ჩვენს კლინიკას, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა სერიოზულია. დღეს მას ტემპერატურა 37.5 მდე ჩამოუვიდა, ვერ ვიტყვით რომ დინამიკაში მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ გაუარესებულია. ეს ჩვენთვის კარგია.

ტემპერატურის გარდა აქვს ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე, მას ფილტვებში რენტგენოლოგიურად ცვლილებები აქვს, თუმცა პნევმონია ჩამოყალიბებული არ არის. მას მთელი რიგი გამოკვლევები უტარდება და თუ საჭირო გახდა ხვალ და ზეგაც ჩაუტარდება. პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ამ დაავადებას ახასიათებს ვერაგობა, პაციენტი შეიძლება უცებ დამძიმდეს'', - უთხრა ჟურნალისტებს თენგიზ ცერცვაძემ. 

საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა. ინციფირებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა,

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი