ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონია ჩატარდება - საბერძნეთი

05 მარტი 2020, 10:03 2544 ნახვა

ოლიმპიური ცეცხლის დანთებისა და იაპონური მხარისთვის გადაცემის ცერემონია აუცილებლად ჩატარდება.  საბერძნეთის ტერიტორიაზე  ასევე სრულად ჩაივლის ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა.  ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს. 

კორონავირუსისისგან თავის დასაცავად,  ბერძნულმა მხარემ გარკვეული ზომები მაინც მიიღო. როგორც ცნობილი გახდა, გაუქმდება სტუმრების საზეიმო მიღებები და ასევე მაყურებლების გარეშე ჩაივლის ცეცხლის დანთების ცერემონიის გენერალური რეპეტიცია.  

12 მარტს ტოკიოს ოლიმპიადის ცეცხლის დანთების ცერემონია პელოპონესის ნახევარკუნძულზე ძველ ოლიმპიაში გაიმართება .   შემდეგ, სტარტს აიღებს ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტა, რომელიც 3200 კილომეტრს დაფარავს და 19 მარტს, ათენში „პანათინაიკოსის” სტადიონზე დასრულდება, სადაც  ბერძნული მხარე ცეცხლს იაპონელთა დელეგაციას გადასცემს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში