დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რამდენად სახიფათოა მიკროფონი, რომლითაც დღის განმავლობაში ათობით მოქალაქეს წერენ.
ხმის კარგი ხარისხით ჩასაწერად კი, მიკროფონი ხშირად რესპოდენტთან ძალიან ახლოს მიაქვთ.
სპეციალისტების განმარტებით, მიკროფონი ინფექციის თვალსაზრისით სარისკოა იმ შემთხვევაში, თუ კონტაქტი ერთ მეტრზე ახლოს, 15 წუთის განმავლობაში გრძელდება.
''არავინ აპირებს პრესის თავისუფლების შეზღუდვას, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სარისკო კონტაქტი არის ერთ მეტრზე ახლოს, 15 წუთის განმავლობაში ყოფნა. ამ შემთხვევაში რისკები იზრდება, რომ ინფიცირება მოხდეს. სამუშაო საქმიანობის დროს ეცადეთ ეს წესები დაიცვათ'', - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ სამი შემთხვევაა დადასტურებული.