გერმანიის ელჩის რეზიდენციაში, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაახლოებით ექვსსაათიანი შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ოპოზიციის ერთი ნაწილი კვლავ რადიკალურია.
მმართველი გუნდის განცხადებით, მათ კიდევ რამდენიმე ვერსია განიხილეს. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ საკონსტიტუციო პროექტი პარლამენტში 4 მარტს უნდა იყოს ინიცირებული. როდის გაიმართება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი კვლავ უცნობია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ თუ ოპოზიცია საბაბის ძებნას არ დაიწყებს, შეხვედრები კონკრეტული შეთანხმებით დასრულდება.