"აჭარის მაუწყებელში სუს-ია'' - ამ სლოგანით, პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტებმა პროტესტი ერთ წუთიანი დუმილით გამოხატეს. ახალი ამბების სამსახურის უფროსი, შორენა ღლონტი, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ შორენა ღლონტი სამსახურიდან მოკვლევის დასრულების შემდეგ ვეღარ დაიკავებს სამსახურის უფროსის პოზიციას და ის სხვა თანამდებობაზე იქნება დანიშნული.
1 კვირით ადრე კი, მთავარი გამოშვების რედაქტორი მაია მერკვილაძე, რადიოში სხვა პოზიციაზე გადაიყვანეს. პროცესებს თავიდანვე პროგნოზირებდნენ ჟურნალისტები და ალტერნატიული პროფკავშირის წარმომადგენლები.