საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირბადეების დეფიციტი მსოფლიოს მასშტაბით შეიქმნა და ამ შემთხვევაში, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, უწყება მუშაობს, რომ ქვეყანაში პირბადეები შესაბამისი ღირებულებით შემოიტანონ.
„ ეს დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი და რა თქმა უნდა, საქართველო ამ შემთხვევაშიც, გამონაკლისი ვერ იქნებოდა. მაგრამ, ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ მომწოდებლებმა პირბადეები შესაბამისი ღირებულებით, დამატებით შემოიტანონ“, - განაცხადა ტიკარაძემ.
სამედიცინო პირბადეების თემა აქტუალური განსაკუტრებით ბოლო თვეებში გახდა. კორონავირუსის გამო, მსოფლიოს სხვადსხვა ქალაქში პირბადის დეფიციტია.
ამ ეტაპზე საქართველოსი კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქისირებულა.
ფოტო: სოციალური ქსელიდან