ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის ორი თამაში დღეს გაიმართება

25 თებერვალი 2020, 10:15 1567 ნახვა

დღეს, 25 თებერვალს, ფეხბურთში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის 2 მატჩი გაიმართება..

ლონდონში ,,სტემფორტ ბრიჯზე’’  ,,ჩელსი’’  მიუნხენის,,ბაიერნს’’ მიიღებს. ბოლო ინფორმაციით ამ შეხვედრაში ,,არსტოკრატებს’’ :  ნ’გოლო კანტე , კრისტიან პილისიჩი და ვან გინკელი დააკლდება ,ასევე საეჭვოა ჰოთსონ-ოდის და პედროს თამაშიც.

გერმანელებს კი ამ მატჩში ივან პერისიჩო და ნიკოლა ზულე არ ეყოლებათ , ხავი მარტინესის თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 
ეს გუნდები ერთმანეთს სულ 5 ჯერ შეხვდენ და 2 ჯერ ,,ბაიერნი’’ დარჩა’’ გამარჯვებული, ორჯერ ფრედ დასრულდა, ხოლო ერთი მატჩი ,,ჩელსიმ’’ მოიგო.

ამ გუნდებს შორის ბოლო მატჩი 2017 წელს გაიმართა და იქ გერმანელებმა 3:2 გაიმარჯვეს.
ნეაპოლში ,,სტადიო სან პაოლოზე’’  ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი გატუზო კი კატალონიის ,,ბარსელონას’’ დაუხვდება.

იტალიელებს ამ მატჩში დაცვის ბურჯი კულიბალი არ ეყოლება, საეჭვოა დერნანდო ლორენტეს და არკადიუშ მილიკის შეხვედა, ხოლო ,,ბლაუგრანას’’  ამ შეხვედრაში: ხორდი ალბა , ოსამა დემბელე , სერხი რობერტო და ლუის სურარესი ვერ დაეხმარება.
ეს გუნდები ერთმანეთს სულ 4 ჯერ შეხვდენ და სრული თანაბარდობაა 2 -2 ზე. 
ორივე შეხვედრა დღეს ღამით 23:55 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში