მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 2 619-მდე გაიზარდა

24 თებერვალი 2020, 09:41 1415 ნახვა

იტალიაში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირებულების რაოდენობა კი 152-ს აღწევს.  ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში კარანტინია გამოცხადებული, 50 000-მდე ადამიანს სპეციალური ნებართვის გარეშე ქალაქების დატოვების უფლება არ აქვს. ჩინეთში კი ვირუსით კიდევ 150 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2 592-მდე გაიზარდა.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიიის ინფორმაციით, უშუალოდ ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 409 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 77 150-ს მიაღწია.

რაც შეეხება გლობალურ სტატისტიკას, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 2 619 ადამიანია დაღუპული, დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 79 356-ს აღწევს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში