საქართველოს ირანთან ფრენების გაუქმების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

23 თებერვალი 2020, 16:00 1390 ნახვა

ირანში კორონავირუსისი ეპიდაფეთქების ფონზე, შეწყდება თუ არა ირანსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა - ჯერ უცნობია. გადაწყვეტილება, პრემიერის განკარგულებით შექმნილმა საბჭომ უნდა მიიღოს. გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ყველა საჭირო ზომა გატარდება, იქნება ეს ფრენები თუ სხვა რამ.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანო, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო მთავრობის ყველა ნაბიჯს დაუჭერს მხარს. ამასთან საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კი მოუწოდებს საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი