2021 წელს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე ჯუზეპე ვერდის დონ კარლოსი დაიდგმება. პროექტზე მუშაობა ცენტრისა და მანჰაიმის ნაციონალური თეატრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს.
საოპერო სპექტაკლის სცენოგრაფია და კოსტუმების გადმოინაცვლებს მანჰაიმის თეატრიდან, ხოლო მოქმედი პირები ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტები , სიმფონიური ორკესტრი და კაპელა იქნებიან.