ხელოვნების მუზეუმში ბათუმელი თვითნასწავლი მხატვრისა და პოეტის ვიოლეტა ბაბალიანის პერსონალურ გამოფენა გაიმართა. „ჩვენი ბუნება“-ამ სახელწოდებით ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ფერადი გრაფიკის ნიმუშები. ხელოვანმა ხატვა 60 წლის ასაკში დაიწყო, ბაბალიანს მანამდე საზოგადოება იცნობდა, როგორც პოეტს.