ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი პაციენტია დაინფიცირებული და ისინი იზოლირებულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
ჩინეთის გარეთ კორონავირუსი 26 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ეგვიპტე 1, ტაილანდი 35, იაპონია 59, სინგაპური 77, ტაივანი 22, მალაიზია 22, სამხრეთ კორეის რესპუბლიკა 31, არაბეთის გაერთიანებული საემიროები 9, ვიეტნამი 16, კამბოჯა 1, ნეპალი 1, ფილიპინები 3, ინდოეთი 3, შრი-ლანკა 1, საფრანგეთი 12, გერმანია 16, იტალია 3, გაერთიანებული სამეფო 9, რუსეთი 2, ბელგია 1, ფინეთი 1, ესპანეთი 2, შვედეთი 1, ამერიკის შეერთებული შტატები 15, კანადა 8, ავსტრალია 15.
კორონავირუსი დეკემბრის შუა რიცხვებიდან გავრცელდა. ეპიცენტრი უხანის პროვინცია იყო.