ვახო ხუზმიაშვილი, ემზარ დიასამიძე, ფირუზ ბოლქვაძე - ვინ გახდება დირექტორის მოადგილე?

18 თებერვალი 2020, 20:21 2129 ნახვა

ახალი ამბების, შემოქმედების, თუ ფინანსური სამსახურების მოადგილეების პოზიციების გაუქმების კვალდაკვალ მაუწყებელს მალე დირექტორის ახალი მოადგილე ეყოლება. ნათია ზოიძის იძულებით წასვლის შემდეგ მოადგილის პოზიციაზე საკონსკურსო განაცხადების მიღება დასრულდა. განაცხადი სამმა კონკურსანტმა შეიტანა. მათ შორის მაუწყებლის თანამშრომლებმა ფირუზ ბოლქვაძემ და ემზარ დიასამიძემ.

ასევე ტელეკომპანია „იბერიის“ ახალი ამბების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა. სხვათაშორის, კონკურსში ხუზმიაშვილის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია გაცილებით ადრე, გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგაც ვრცელდებოდა. რაც შეეხება მოთხოვნებს, კანდიდატებს უმაღლესი განათლების ნაწილში, მხოლოდ ბაკალავრის დიპლომს სთხოვენ, რითაც კანონი არ ირღვევა, მაგრამ აჩენს კითხვებს. კანდიდატებს ვკითხეთ რას ფიქრობენ მაუწყებელში მიმდინარე პროცესზე. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი